უშვილობა

კითხვა: გამარჯობა ,არ მყავს შვილი გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება მეორე ცდაზე 7კვირამდე მივედი და შეწყდა ორსულობა ხოლო მესამე და მეოთხე ცდაზე არ დადგა ორსულობა მესამე დღიდან მეწყება ფეხების ტკივილი.იქნებ მიპასუხოთ რის ბრალია და ვისთან მივიდე.ფფიქრობ რომ ამის გამო არ დგება ორსულობა.ახლახანს დავაკვირდი რომ მენსტრუაციას მოსვლამდე მაქვს იგივე ტკივილები.
პასუხი:

მოგესალმებით,
უშვილობის მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ძალიან დიდ როლს თამაშობს უნაყოფობაზე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელიც იწვევს სასქესო ორგანოების ანთებით პროცესს, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს. პროცესი დროთა განმავლობაში საშვილოსნოს მილების ობტურაციას(დახშობას) იწვევს. ასევე გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები , ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
რაც შეეხება შეშუპებას მენსტრუალური ციკლის დროს, ძირითადად გამოწვეულია სისხლში მოცირკულირე ესტროგენების რაოდენობის მომატებასთან, კავშირშია თუ არა იგი თქვენს უშვილობასთან, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
21 საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ–გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები, სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა