ჰიპოთერმია, ხველება

კითხვა: მოგესალნებით. ერთი თვეა მაქვს დაბალი სიცხეები. 35.4 მქონდა ხველება, რის გამოც მივმართე ექიმს. ეჭვი ფილტვების ანთებაზე არ დადასტურდა. დამინიშნეს ანტიბიოტიკი და ხველის საწინააღმდეგო სიროფი. შემდგომ დამეწყო სპაზმი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს და მგუდავს. შეშინებულმა მივმართე ვახტანგ ქაცარავას. ისევ დამინიშნა ანტიბიოტიკი, სიროფი, დამამშვიდებელი. მაქვს ტკივილი მარცხენა მხარეს მკერდის ქვეშ მოძრაობისას. სპაზმი უფრო გამიძლიერდა. ყელში სიმშრალეს და რაღაც ბურთივით მეჩხირება. მითხარით რა გავაკეთო? ვის მივმართო? ?მეშინია რომ შეტევის დროს სუნთქვა გამიჩერდება. მომატებული მაქვს ც რეაქტიული16.7
პასუხი:

მოგესალმებით, 

თავდაპირველად მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას ჰიპოთერმიასთან დაკავშირებით .

ჰიპოთერმია ვითარდება, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე შეუძლია წარმოქმნას. ჰიპოთერმიის ყველაზე ხშირი მიზეზია ცივ ტემპერატურასთან ან წყალთან კონტაქტი, თუმცა  შესაძლოა გამოვლინდეს, კონდიციონერიან სახლში. ჰიპოთერმიის ამ ფორმის დროს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოკვეთილი არ იყოს.

ასევე,  ჰიპოთერმია  როგორც წესი ხდება იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო სპეციფიური მკურნალობის შემდეგ.

ამასთან, დაბალი ტემპერატურა ახლავს ასევე ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითებას (ჰიპოთირეოზი).

სპაზმურ ხველებას, შესაძლოა იწვევდეს რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აერო ალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები).

რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას ,ინფორმაციის გაანალიზებით და იმის გათვალისწინებით ,რომ აქცენტი გაკეთებული იყო და მკურნალობა ტარდებოდა მხოლოდ სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგოდ ,რასაც არ მოჰყოლია შედეგი ,საჭიროა გამოირიცხოს სასუნთქ გზებზე მექანიკური ზეწოლის არსებობა ,რასაც შესაძლოა ჰქონდეს ანალოგიური სიმპტომები და კერძოდ ჰიპოთირეოზის დროს  არსებული ობსტრუქციული მოვლენები .

აქედან გამომდინარე გირჩევთ ვიზიტს ენდოკრინოლოგთან და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას .

საჭიროების შემთხვევაში ,კონსულტაციისათვის გაგიშვებენ  ოტო–რინო–ლარინგოლოგთან .

ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა