კითხვა: მოგესალმებით,მაქვს ასეთი შეკითხვა,ავთვისებიანი სიმსივნე გადამდებია თუ არა სექსის დროს?,გმადლობთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
კიბოსწინარე დაავადებათა უმრავლესობა ვირუსული ინფექციაა.
ასეთი ინფექცია კი ნამდვილად შეიძლება გადმოგედოთ. რა საკვირველია, ვირუსის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო აუცილებლად დაგემართებათ, მაგრამ რისკი მაღალია. კიბოსადმი განწყობილ ვირუსთა რიცხვს მიეკუთვნება პაპილომავირუსების ცალკეული სახეობები (საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ასოს კიბო), B და С ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო), ეპშტეინ-ბარის ვირუსი და სხვ.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთან კონტაქტის შედეგად, მეორე ადამიანს კიბო არ გადაედება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !