ყბის სახსრის ტკაცუნი

კითხვა: გამარჯობა, 19 წლის ვარ და უკვე რამდენიმე წელია მაწუხებს ქვედა ყბების ტკაცუნი. ძირითადად ღეჭვის დროს, თუმცა პირის ოდნავ გაღებაზეც შეიძლება ჰქონდეს ეს ხმა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მე გლანდების ოპერაციას ვუკავშირებ,რომელიც 13 წლის ასაკში გავიკეთე და სწორედ მას შემდეგ დამეწყო ეს პრობლემა. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ეს შეიძლება იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, ( ტრავმა,) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა, უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია, რაც წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს.
ეს პათოლოგია ზოგჯერ წააგავს ოტოლარინგოლოგების, ოკულისტების, ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების სამკურნალო დაავადებებს. შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვაც აუცილებელია (ხომ არ გადაიტანეთ კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები) .
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპიული საშუალებები (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში რთავენ საღეჭი კუნთების მასაჟს. ზოგჯერ მიმართავენ სახსარშიდა ინექციებს-- ქონდროპროტექტორებით.
გარდა ამისა ,არსებობს კიდევ ერთი ,უახლესი მეთოდი ,რომელიც მალე დაინერგება ჩვენს კლინიკაში .კერძოდ .ეს არის ართროსკოპიული მკურნალობის მეთოდი ,რომლის შესაბამისი აპარატურა უკვე შეძენილია და ამჟამად სპეციალისტის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს .მალე მოსახლეობას შევთავაზებთ ამ სიახლეს .
ჩვენს კლინიკაში ყოველ ხუთშაბათს გვაქვს უფასო კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 19 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა