ჰემოროიდული კვანძები

კითხვა: გამარჯობათ,ერთი კვირის წინ კუჭის მოქმედების დროს შევნიშნე მცირე სისხლი,(ანუ ერთჯერადად მოხდა ეს)ამის შემდეგ ვაკვირდები და შევამჩნიე რომ ანალურის გარეტთ მაქვს ხორცმეტივით გამოსული და მაქქვს დისკომფორტი ჯდომის დროს.მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა უნდა მოვიმოქმედო?მირჩიეთ რამე.მადლობა.
პასუხი:

ჰემოროიდული კვანძები ანუ ჰიპერტროფირებული სისხლძარღვოვანი ქსელი ანუსის მიდამოში.კლინიკური გამოკვლებებით ნაჩვენებია, რომ ჰემოროიდული კვანძების საფუძველია კავერნოზული სხეულაკები, რომლებიც განლაგებულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და ანალური ხვრელის ქვეშ. ასეთი აგებულების სისხლძარღვები აუცილებელია ანუსის ჰერმეტულობისთვის. იმისათვის, რომ შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ეს სისხლძარღვები ყოველთვის ავსებულია სისხლით. სისხლის დინება რეგულირდება დამატებითი სისხლძარღვებით (კოლატერალებით) , რომლებიც ეხმარებიან მთავარ სისხლძარღვოვან ღეროს სისხლძარღვების შევიწროვების ან კვდომის შემთხვევაში. რიგი მიზეზების გამო, კავერნოზული ვენების ფუნქციები ირღვევა .
იმის მიხედვით, თუ რა ადგილას წარმოიქმნა ბუასილი – ლორწქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე, თუ კანქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე .
განასხვავებენ ჰემოროიდული კვანძების 2 სახეობას:
1. შინაგანი ჰემოროიდული კვანძები-ეს წარმონაქმნები ჩნდება სწორი ნაწლავის ლორწოვანი ქსოვილის ქვეშ.
2. გარეგანი ჰემოროიდული კვანძები (გარეგანი ბუასილი) თუ დარღვევები წარმოიქმნება ანალურ ხვრელთან მეორე ვენოზურ არხში, მაშინ ვითარდება გარეგანი წარმონაქმნები თრომბოზული სისხლძარღვოვანი კომპლექსის სახით. უწყვეტი სისხლმომარაგების გამო, ბუასილის დროს თრომბები ამ მიდამოში უფრო ადვილად და სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე სხვა ორგანოებში. წარმოქმნილი კვანძები განლაგდებიან ანუსის გვერდით მიდამოებში და აქვთ მოლურჯო-წითელი ფერი. შინაგანი ჰემოროიდული კვანძებისგან განსხვავებით, გარეთა კვანძები ნაკლებად არიან დაფარული ლორწოვანით, უფრო მეტად – მრავალშრიანი ეპითელიუმით. ზედაპირი შეიძლება იყოს როგორც გლუვი, ასევე ხორკლიანი. მათი ზომა დაახლოებით 3 სმ-ია. გარეგანი ჰემოროიდული კვანძები წარმოქმნება მწვავე ბუასილის დროს. თუ დაავადების მკურნალობა დროულად არ დაიწყო, კვანძები ზომაში მატულობს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს.
არასწორი კვება კუჭის მოქმედების მოშლას იწვევს. შეკრულობას ან პირიქით რამდენჯერმე კუჭში გასვლას. ეს სწორ ნაწლავზე აისახება. შეკრული მასა მექანიკურად აღიზიანებს, კაწრავს ლორწოვან გარსს და სისხლდენაც ამიტომ არის. კუჭის მოქმედებას თუ დაარეგულირებთ, ეს სიმპტომებიც ალაგდება. იკრძალება ცხიმიანი საკვები, ცხარე საკვები, ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება. ორსულობის და მშობიარობის დროს ქალთა 80 პროცენტს ბუასილის გართულება აღენიშნება.
იმისათვის ,რომ თქვენი პრობლემა არ გამწვავდეს , უმჯობესია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათს, პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა