კითხვა: გამარჯობა, მე მყავს 15 წლის შვილი და ესაჭიროებ მყესების ოპერაციები ერთხელ ექვსი წლის წინ მაცაცომ გაუკეთა იაშვილში და უშედეგო აღმოჩნდა ეხლა მინდა ხელახლა გავუკეთო და მაინტერესებს თუ ვინმე უცხოელები თუ ჩამოდიან და აკეთებენ ოპერაციებს გთხოვთ გამაგებინეთ
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ტარდება პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები.
პირველ ეტაპზე, საჭიროა მობრძანდეთ კლინიკაში უფასო გასინჯვის აქციაზე, სისხლძარღვთა, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტ ირაკლი ფერაძესთან, რომელიც გასინჯვის საფუძველზე დაადგენს ჩარევის შესაძლებლობას და პერსპექტიულობას, ხოლო შემდეგ განსაზღვრავს ოპერაციის ღირებულებას.
უფასო აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!