ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა.ერთი თვეა მაქვს მაღალი წნევა 140/90 ხან 100 ზეც.ჩემი წნევაა 120/80 და ეს ძალიან მაწუხებს ვერ შემირჩიეს წამალი დალევის მერე დამიწევს ერთი ორი საათი და მერე ისევ მიწევს,ვსვავ დიტენზილინს,შემიცვალეს ტრიტაცე კომპით მერე ნოლიპრელ ბი,ეხლა ჩემით ვსვავ ლოზაპ პლუსს.შედაგი არანაირი.აპრილში ჩავიტარე კვლევები პროტრომბინი,ქოლესტერინი,ლიპიდები მაქვს ზღვარზე.მაქვს გენეტიკური განწყომა,თითქმის ყოველდღე მაქვს თავის ტკივილი მიუხედავად წნევისა.უკვე ძალიან შეშინებული ვარ.გთხოვთ რამე მირჩიოთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში –რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.

არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.

ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.

იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ. სვ.

ჰიპერტენზიულ პირთა დაახლოებით ორ მესამედში სამიზნე არტერიული წნევის მიღწევა ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის საშუალებით ხერხდება.

გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში , არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე  სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.

გთხოვთ, დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ პრეპარატებს, რადგან, მისი დანიშვნის დროს ექიმი ითვალისწინებს: პაციენტის  ასაკს, დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).

სადღეისოდ ჰიპერტონიას მკურნალობენ არა ერთი წამლით, არამედ რამდენიმე პრეპარატის შერწყმით. შედეგად წნევა არამხოლოდ სტაბილურად ქვეითდება, ასევე გვერდითი ეფექტებიც მცირდება. სწორედ ამიტომ, დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.

რაც შეეხება კვლევას,  შეგვიძლია გირჩიოთ და შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა