მოგესალმებით!
სავარაუდოდ საუბარია ჰემოროიდზე – სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაზე. ჰემოროიდი არის დავადება, რომელიც წარმოიქმნება უკანა ტანთან განთავსებული ვენური წნულის (კავერნოზული სხეულები) სისხლით გადავსებით. სწორედ ამ გაფართოებულ და შეცვლილ ვენებს ეძახიან ჰემოროიდულ კვანძებს. სისხლით გადავსებულ ჰემოროიდულ ვენებში სისხლის უძრაობას განაპირობებს უძრავი ცხოვრების წესი.
ანალურ ქავილს რამდენიმე მიზეზი აქვს:
● ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორი ნაწლავის დაავადებაა. ჰემოროიდი, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი თავდაპირველად შესაძლოა არც ჩანდეს, მაგრამ
მათი პირველი სიმპტომი, ანალური ქავილი, საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგაყენებთ.
● ანალური ქავილის მეორე მიზეზია ჭიები. პატარა პარაზიტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ესენი უმეტესად მახვილა ჭიები არიან. საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა იოლია.
● შეკრულობა მრავალ პრობლემას იწვევს. ერთი მათგანი ანალური ქავილია. თუ შეკრულობას უმკურნალებთ, ადვილად დაამარცხებთ ქავილს და სიმშვიდესაც დაიბრუნებთ.
● სოკოვანი დაზიანება და არასათანადო პირადი ჰიგიენა ანალური მიდამოს გაღიზიანებას იწვევს. სხვათა შორის, გადაჭარბებულმა ჰიგიენამაც შეიძლება გავნოთ, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, მაგრამ გადამეტება არც აქ შეიძლება. ეცადეთ, ანალური მიდამო ყოველთვის მშრალი გქონდეთ. ამისთვის ატარეთ ნატურალური ქსოვილის საცვლები.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით და ქავილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენისათვის გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციას ხუთშაბათს.
ექიმი უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის შემდეგ დასვმს დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ვარ 21 წლის გოგო... რამდენიმე თვეა მაქვს ძლიერი ქავილი უკანალში ღამის საათებში.მაინტერესებს,რისი ბრალი შეიძლება იყოს და რის ექიმთან უნდა მივიდე,დერმატოლოგთან თუ გინეკოლოგთან?
პასუხი: