მოგესალმებით!
საშვილოსნოს ყელის ეროზია ( წყლული) ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. იგი ქალების დაახლოებით 10-15%-ს აქვს. ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც ყელის მფარავი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით ზიანდება და ჩამოიფრცქვნება, ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, ანუ წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში - ფსევდოეროზიაში გადადის. ასე რომ, მკურნალი ექიმი იშვიათად აწყდება ჭეშმარიტ ეროზიას. პროცესის გამოვლენა, როგორც წესი, ფსევდოეროზიის სტადიაში ხდება. ფსევდოეროზია შესაძლოა არსებობდეს დიდხანს, თვეობით, წლობითაც კი, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი არ ალაგდება. აქ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება, რადგან ფსევდოეროზია თვითონვე უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესის შენარჩუნებას, რაც გამოწვეულია ეროზირებული ზედაპირის ინფიცირებით. დაზიანებულ უბნებში მიკროორგანიზმები დიდხანს არსებობენ.
ეროზიის წარმოქმნის და განვითარების შესახებ რამდენიმე ვარაუდი არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი. ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). რაც შეეხება ჰორმონულ დარღვევებს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის მოშლას. ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს. ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მან თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ დარჩეს.
ზოგადად ეროზიის მკურნალობა არ უშლის შემდგომ დაორსულებას ხელს. თუმცა ორსულობის დაგეგმვა უნდა მოხდეს თქვენს მკურნალ გინეკოლოგთან ერთად, რომელიც თავად განსაზღვრავს როდის უნდა მოხდეს თქვენი პრობლემის მკურნალობა. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცი,რომელიც გულისხმობს გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: საშვილოსნოს ყელზე მითხრეს წყლული.რაც მშობიარობის ტრამვისგან არის გამოწვეულიო.....მაინტერესებს ამ დროს ორსულობა შეიძლება თუ აუცილებელია მოწვა...და მოწვის შემდეგ დაორსულების პრობლემა ხომ არაა?
პასუხი: