მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. ჰემატომა ,იგივე სისხლგროვა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ შესაძლოა წარმოიქმნას .
ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. ზოგჯერ მის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ზოგჯერ კი თავისით გაიწოვება და შორეულ გართულებებსაც არ იწვევს.
თავის ტვინის ნებისმიერი ტრავმის მკურნალობა ითვალისწინებს წოლით და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თავის ტვინში მიკროცირკულაციის აღდგენას, ჰემოდინამიკის მოწესრიგებას, ტკივილის შემცირებას, ქალასშიგა წნევის დაქვეითებას, ნეიროვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციას და ტვინოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.
ტრავმის შემდეგ ხშირად ყალიბდება ფსევდონევრასთენიული სინდრომი: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუხვევა, ფეთქებადობა, სწრაფი დაღლა, გაღიზიანებადობა და მომატებული მეტეომგრძნობელობა.
ტრავმის გადატანიდან ერთი წლის განმავლობაში სავალდებულოა ნევროპათოლოგთან და მკურნალ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტები, მძიმე და საშუალო ხარისხის ტრავმების დროს - სამ თვეში ერთხელ, მსუბუქი ტრავმის დროს - წელიწადში ორჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში - უფრო ხშირადაც.
არ არის რეკომენდებული სიცხეში მზისგულზე ყოფნა. სასურველია ფიზიკური და ემოციური დატვირთვების შემცირება.
აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ვინაიდან აუცილებლობის გარეშე ,კლინიკური ნიშნების არარსებობისას ,ჩვენ ვერ გირჩევთა ამ კვლევის ჩატარებას . ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
თუ ,თქვენი მკურნალი ექიმი ,ან თქვენ თვითონ გადაწყვეტს თავის ტვინის მრტ კვლევას,მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში,სადაც თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა ტარდება 24/7 რეჟიმში და ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში .
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მყავს ტრამვირებული შვილი 4 წლის უკან დაეჯახა მანქანა.თავში ქონდა სისხლჩაქცევა მეოთხე პარკუჭში.მაინტერესებს არის თუ არა საჭირო ისევ ტომოგრაფია.ან ასაკის მატებასთან ერთად ხო არ წარმოიქმნება რაიმე სახის პრობლემები.
პასუხი: