საშვილოსნოს ყელის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, 4გ წლის წინ მითხრეს რომ საშვილოსნოს ყელზე წყლული მქონდა, მას შემდეგ ყურადღება აღარ მიმიქცევია, რამდენად საშიში იქნება ეხლა.
პასუხი:

მოგესალმებით, საშვილოსნოს ყელის ერთ-ერთი გავრცელებული ფონური პროცესია ეროზია (წყლული), რომელიც გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა საერთო რიცხვის 10-15%-ს შეადგენს. ის ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, რომელიც უმეტესად არხის მიმდებარე მიდამოში ვითარდება. ეროზიას სხვადასხვა ბუნების ფაქტორები იწვევს:
• მექანიკური – ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტის, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად;
• ჰორმონული – საერთო ჰორმონული ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი გამოყენება;
• ნებაზე მიშვებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, განსაკუთრებით – ვირუსული წარმოშობისა.
საშვილოსნოს ყელის ეროზია შესაძლოა გამოვლინდეს მცირედი სისხლიანი გამონადენით საშოდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ტკივილით სქესობრივი კონტაქტის დროს, მენსტრუაციის დარღვევით (გახანგრძლივებით, ჭარბი გამონადენით), საშოდან ჩირქოვანი გამონადენით (თანმხლები ინფექციის დროს).
საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ადვილად იკურნება. ტარდება როგორც ზოგადი მკურნალობა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა, ჰორმონული ფონის მოწესრიგება, თანმხლები დაავადებების – შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისა და შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებების – მკურნალობა), ისე ადგილობრივი (საშოსმხრივი) გინეკოლოგიური პროცედურები: დაზიანებული უბნის მოწვა ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია), დაზიანებულ არეზე დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება, თხევადი აზოტით დამუშავება (კრიოდესტრუქცია), დაზიანებული უბნის დამუშავება ლაზერული სხივით (ლაზეროდესტრუქცია).
არანამკურნალებ, შორს წასულ შემთხვევებში დაზიანების ადგილი შესაძლოა სიმსივნურად გადაგვარდეს.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა (PAP ტესტი), კოლპოსკოპიის ჩატარება და შემდგომ ექიმ–გინეკოლოგი განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ჩაიტარებთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს 75 ლარად ნაცვლად 191 ლარისა. კერძოდ: 1. გინეკოლოგის კონსულტაცია; 2. მცირე მენჯის გამოკვლევა; 3. კოლპოსკოპია. 4.პაპ–ტესტი.
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს, წინასწარი ჩაწერით ტელ:577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა