გონართროზი

კითხვა: ბებოს აწუხებს მარილები,ტკივილი აქვს მუხლებში,ხშირად აუტანელი ტკივილი,შეიძლება დახმარება?ტკივილი რომ შეუმსუბუქდეს მაინც
პასუხი:

მოგესალმებით!
გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი , ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ასევე მეორეული , ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად. ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას. თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
მუხლის სახსრების ტკივილის დროს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კლინიკური გასინჯვა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, ამის შემდეგ შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას ( შესაძლოა ეს იყოს, რენტგენი, ულტრასონოგრაფია, ლაბორატორიული ანალიზები ) რომელიც სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა