ნაღველკენჭოვანი და მიომის ოპერაცია

კითხვა: გამარჯობა!კეთდება თუ არა ერთად ნაღველკენჭოვანი და მიომის ოპერაცია?
პასუხი:

მოგესალმებით!
ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭის განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. მათ შორის მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით ცხიმოვანი ცვლის მოშლა, ნაღვლის შეგუბება, მისი ინფიცირება და მრავალი სხვა. ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბებაში, ასევე, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორებს, ცხოვრების პირობებს, კვებას. კენჭის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე, აღინიშნება ასაკი, სიმსუქნე, მუცლის შებერილობა, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევა კუჭსა და ნაწლავებზე, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ციროზი, უმოძრაობა. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების თავისებურებას.
რაც შეეხება მიომას, საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება, მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და, ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია. საშვილოსნოს სხეულის კუნთოვან შრესთან დამოკიდებულების მიხედვით, გამოყოფენ მიომის სამ ფორმას:
● სუბმუკოზურს - როცა კვანძი საშვილოსნოს ღრუშია, ანუ ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება;
● ინტერსტიციულს - როცა კვანძი საშვილოსნოს კედელშია;
● სუბსეროზულს - როცა კვანძი საშვილოსნოს ტანის ზედაპირზეა.
დიახ, კეთდება ჩვენს კლინიკაში აღნიშნული ოპერაციები, თუმცა უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
გაცნობებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს ,წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა