მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ცხადია , რომ საქმე ეხება ენდოკრინული სისტემის დარღვევებს.
ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, წონის მატებით, გადაღლილობის მაღალი ხარისხით, სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობით ხასიათდება.
კლინიკური სურათი მის ეტიოლოგიაზე, პაციენტის ასაკზე, ასევე, თირეოიდული ჰორმონის დეფიციტის განვითარების ხანგრძლივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული.
ჰიპოთირეოზის კლინიკური დიაგნოსტიკის ძირითადი პრობლემა სპეციფიური სიმპტომების არარსებობაა.
ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობის პრინციპებს ემყარება.
საჭიროა სწორად შერჩეული მკურნალობის კურსი, ამიტომ გირჩევთ მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
თუ ფიქრობთ ,რომ გჭირდებათ ალტერნატიული აზრის მოსმენა , შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგირჩევთ ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !