გინეკოლოგიური პათოლოგია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ქვედა მუცლის,კერზოდ საკვერცხეების და წელის ტკივილი, მაქვს მოყავისფრო გამონადენიც ზოგჯერ.ასევე მაწუხებს მენჯის ტკივილიც.მირჩიეთ თუ შეიძლება რომელ ექიმს მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, წელის ტკივილი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  • ზურგის ტვინის თიაქარი.

თუმცა, თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ფაქტია, გაქვთ გინეკოლოგიური პრობლემები. შესაბამისად შესაძლოა, წელის ტკივილი დაკავშირებული იყოს გინეკოლოგიურ პრობლემებთან, მათ შორის საკვერცხეების ანთებასთან და საშვილოსნოს პათოლოგიებთან.
პირველ რიგში სასურველია, მიმართოთ გინეკოლოგს, ამ მიზნით კი შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა