სპონტანური აბორტი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ორჯერ შემიწყდა ორსულობა პირველად 5 კვირამდე მივედი ნაყოფი კარგად იყო მეორედ რომ მივედი ნაყოფი აღარ იყო მარტო იყო სანაყოფე წყლები მეორედაც ესე დამემართა შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რომელი ვირუსის ბრალიი დაა თუ შეიძლება სისხლის ბრალიც იყოს ჩემს მეუღლეს აქვს უარყოფითი მე დადებითი
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, რამ გამოიწვია თქვენს შემთხვევაში სპონტანური აბორტი ( მუცლის მოშლა) მაგრამ ვეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
სპონტანური აბორტის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მათი იდენტიფიცირება რთულია. შემთხვევების უმეტესობა არაა გამოწვეული დედის ქმედებების გამო.
სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა . მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს, მიზეზები კი ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივ უმწიფრობას . სპონტანური აბორტის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ჰორმონული ფონის შეცვლა.
ორსულობა არის პროცესი, როცა ორგანიზმში ხდება გადაწყობა ნაყოფის ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან.
მიზეზი შესაძლოა იყოს პათოლოგიური ქრომოსომების არსებობა ნაყოფში. ქრომოსომა არის გენეტიკური "საშენი მასალა", რომელიც აკონტროლებს ბავშვის განვითარებას. თუ ბავშვს აქვს ზედმეტი, ან არასაკმარისი ქრომოსომა, არასწორად განვითარდება.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ე.წ. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობის გამორიცხვა ,რომელსაც ახასიათებს სპონატანური აბორტების განვითარება .
დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში" უფასო კონსულტაციას მეან–გინეკოლოგთან, უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, სპეციალისტი თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს და დაგინიშნავთ ინდივიდუალური მკურნალობის კურსს.
ასევე, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.
მეან–გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა