პოლიმენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა მესტრუაცია ამერია ხან ტვეში ორჯერ მომდის ვეღარ გავიგე რამდენ დღიანია რა შეიძლება მივიღო რო მომიწესრიგდეს
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პოლიმენორეასთან (ხშირი მენსტრუაცია) ამიტომ, თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი, ჩატარდეს ფუნქციური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა.
დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამიტომ მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა