კითხვა: გამარჯობა,უფასო გინეკოლოგიური მომსახურება როდემდე გრძელდება,და ნაცხის ანალიზი რა ღირს თქვენთან,,მადლობა დიდი
პასუხი:
მოგესალმებით,
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები გაგრძელდება სექტემბრის თვის ბოლომდე.
რაც შეეხება საშოს ნაცხის ღირებულებას მოგახსენებთ.
საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევის ღირებულებაა - 11 ლარი.
პაპ–ტესტის – 30 ლარი.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !