კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს გინეკოლოგიური გამოკვლევა უფასო ვერ მივხვდი და იქნებ ინფორმაცია მომაწოდოთ ნაცხის გაკეთება
პასუხი:
მოგესალმებით,
დიახ, მოგახსენებთ, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაში შედის , ვიზიტი სპეციალისტთან, საშვილოსნოს ღრუს სარკეებით დათვალიერება, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების დანიშვნა და შედეგების მიხედვით , შემდეგ, მკურნალობის მეთოდის დაგეგმვა.
თქვენს მიერ აღნიშნული, ნაცხის ანალიზი უფასო კონსულტაციაში არ შედის.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !