მოგესალმებით,
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებით აიხსნება.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
გესაჭიროებათ თუ არა მასაჟები, ამაზე მიმოწერის რეჟიმში ვერ გიპასუხებთ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმის, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
უფასო კონსულტაციით სარგებლობისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით,ნევროლოგმა მითხრა კისრის ოსტეოქონდროზი გაქვსო,გადავიღე რედგენი კისრის მალებზე და ასეთი შედეგია:ლორდოზი-გამოხატული,მალების სხეულების სტრუქტურა-ც4-ც7 წინა ზედა კუთხეები წაკვეთილია,მეშვიდე მალის განივი მორჩები-ორივე მხარეს რამდენადმე ჰიპერტროფირებულია,ასეთი ცვლილებაა,რას ნიშნავს ეს ,მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს საგანგაშოდ?დანარჩენი ყველაფერი ნორმის ფარგლებშია რედგენის გადაღებისას,ამ შემთხვევაში მჭირდება მასაჟები?კისრის არეში ყრუ ტკივილები მაქვს,ეს ცვლილება სერიოზულია თუ სხვა რამის ბრალია ეს ტკივილები,ნევროლოგმა მკურნალობა დამინიშნა,მაგრამ შედეგი არ მაქვს,ოსტეოქონდროზის ბრალიაო,გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რამე
პასუხი: