მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე სავარაუდოდ საქმე ეხება ენდომეტრიოზს. მისი სიმპტომებია:
• ტკივილი მენსტრუაციის დროს
• ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
• ჩასახვის პრობლემები
• ტკივილი ოვულაციის დროს
• მენსტრუაციის დროს კუჭნაწლავის პრობლემები - შეკრულობა, აშლილობა, ტკივილი კუჭში გასვლისას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები
• ხშირი და მტკივნეული შარდვა მენსტრუაციის პერიოდში
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს მცირე მენჯის ექოსკოპიური გამოკვლევა, ასევე უნდა განისაზღვროს ენდომეტრიუმის სისქე, თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა , მობრძანდით კლინიკაში ექიმ–გინეკოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარე აქციის ფარგლებში გინეკოლოგთან კონსულტაცია უფასოა. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,ვარ 37 წლის,დამეწყო მენსტრუაციის დროს მუცლის ძლიერი ტკივილები და ვსვავ გამაყუჩებელს , 2 დღე მტკივა ხოლმე,4_5 თვე არის რაც დამეწყო ტკივილი. ვიყავი ექიმთან და მითხრეს გაქვს ენდომეტრიული საშვილოსნო და უნდა ამოიკვეთოსო,გამიკეთეს საშვილოსნოს ყელის პაპ ტესტი სადაც სუფთა ვარ. თქვენ რამდენად ჩათვლით საჭიროდ რომ ნამდვილად მჭირდება ოპერაცია?
პასუხი: