მტევნის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს მარცხენა მხარე ხელის ზურგის ტკივილის დროს რა კვლევა უნდა ჩავიტარო.?ან რომელ ექიმს უნდა მივმართო.?
პასუხი:

მოგესალმებით,
ხელის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად: მტევნის ძვლების და სახსრების დაზიანებები,კუნთების და რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები, სისხლძარღვების დაზიანებები, ნერვების კომპრესია და ა.შ.
მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უცაბედად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პრობლემებიდან მოდის. ხელის ტკივილი, განსაკუთრებით მარცხენა ხელზე გადასული ტკივილი, გულის იშემიური ინფარქტის ნიშანიც კი შეიძლება იყოს.
ზუსტი დიაგნოზის დასმა, გამოკვლევების გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა, ჩატარდება სათანადო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტების კონსულტაციები, დიაგნოზის დასმის შემდეგ დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა