მოგესალმებით,
თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ღძილების შეშუპება ახასიათებს გინგივიტს, რომელიც ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა).
გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან.
გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის კბილის ქვა, რომელიც აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას.
გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია).
ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა. ზოგადად, არც გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი გადამდები არ არის, მაგრამ თუ დაავადების მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, ჰერპესული გინგივიტი, ასეთი გინგივიტი უკვე გადამდებია.
მკურნალობა კი, ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება.
ანტიბიოტიკების გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს.
დიახ, შესაძლებელია თქვენს მიერ აღნიშნული ციკლოსპორინი იყოს ღრძილების შეშუპების მიზეზი.
ასევე, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია, პათოგენეზურ ფაქტორად შესაძლოა მივიჩნიოთ მუკოზიტი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სხეულის ლორწოვანი მემბრანების ანთებითა და ტკივილით.
სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ქიმიოთერაპიის (chemotherapy) დაწყებიდან 10 დღეში ან რადიოთერაპიის დაწყებიდან 14 დღეში.
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს. ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი ვერ მოგემსახურებათ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებსს რა მიზეზით ხდება ღრძილების შეშუპება და შეიძლება თუ არა ამისი მიზეზი ციკლოსპორინის ხანგრძლივი მიღება იყოს?
პასუხი: