კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს კისრის ოსტრეოქონდროზი,მარცხენა მხარეს მააქვს ნეკნების წვაა და გადამცემს მკერდზეც,გავიკეთე 10 პიზიოთერაპია მაგრამ მაინც მააქვს ტკივილებიი,როგორ მოვიქცეე უკვე აღარ ვიციი,თქვენ რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფიკატების) წარმოქმნა, მალთაშუა სივრცის შევიწროვება. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება.
ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს. ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ.
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება.
არცთუ იშვიათად, ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა.
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
გირჩევთ მიმართოთ ვერტებროლოგს, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობის დაგეგმვაში.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა