გასტროპტოზი

კითხვა: გამარჯობა, მაქვს გასტროფტოზი და ვმკუნალობ რამოდენიმე თვეა სხვადასხვა მედიკამენტებით მაგრამ არამაქვს შედეგი, დიეტას ვიცავ შეძლებისდაგვარად და უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება დამიკონკრეტოთ რა მექერცლება და რა მეთოდს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
კუჭის დაწევა ანუ გასტროპტოზი, შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ანატომიური პრობლემა, ასევე შეძენილი .
თანდაყოლილი გასტროპტოზი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაგრძელებასთან , ხოლო შეძენილი გასტროპტოზი გამოწვეულია კუჭის იოგოვანი აპარატის გაჭიმვით მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტონიის ფონზე (მაგ., წონაში მკვეთრად დაკლების, ასციტური სითხის ევაკუაციის, მუცლის ღრუს დიდი ზომის კისტების და სიმსივნეების მოცილების დროს). ამას გარდა არსებობს კიდევ ბევრი სხვა მიზეზიც ,თუმცა ყველას ჩამოთვლა აქტუალური არ არის .
რაც შეეხება მკურნალობას, გასტროპტოზის კონსერვატიული მკურნალობის კუთხით ძირითადი ადგილი უკავია სამკურნალო ფიზკულტურას, მუცლის მასაჟს, ბალნეოთერაპიას.
რეკომენდირებულია ხშირი კვება მცირე ულუფებით, სპეციალური დიეტა, III ხარისხის გასტროპტოზის დროს – სპეციალური ბანდაჟის ხმარება.
რაც შეეხება კუჭის მწვავე გაგანიერებას (კუჭის პარეზი ან ატონია) - იგი იშვიათად გვხვდება. პათოლოგიის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუს ორგანოებზე.
კუჭის მწვავე გაგანიერება შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, პილორუსის სტენოზის, კუჭის ტრამვების, მძიმე ინფექციური დაავადებების დროს. აღნიშნულ პათოლოგიას საფუძვლად უდევს კუჭის კუნთოვანი აპარატის დამბლა, რასაც თან სდევს ატონია და შეწოვის პროცესის მკვეთრი დარღვევა, ასეთ პაციენტებს კონსერვატიული (არაოპერაციული) მეთოდებით მკურნალობენ, მხოლოდ სტაციონარის პირობებში. ამ შემთხვევაში პრეპარატების მიღება ხანგრძლივი ვადით წარმოებს, ზოგჯერ თერაპია მთელი ცხოვრება გრძელდება.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, შეგირჩევთ ეფექტურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა