მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს: ქუსლების სტრუქტურების მუდმივი ხასიათის გადაძაბვა, რაც იწვევს ქუსლის სიწითლესა და დატვირთვის შეგრძნებას.
შესაძლოა ეს იყოს ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
ასევე, შესაძლებელია უკავშირდებოდეს სისხლძარღვოვან პათოლოგიას.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოტომასალა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მდგომარეობა უნდა შეაფასოს სპეციალისტმა.
ამიტომ, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, საჭიროების შემთხვევაში კი, მკურნალობაში ჩაერთვება ანგიოლოგი.
უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, ამ დილით შევნიშნე რომ ფეხის ქუსლები ორივე წითლად მაქვს თითქოს იოდი მისვიათლიანი ქუსლები მასე მაქვს ადრეც შემინიშნავს მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია დაღლილობას და დიდხანა სიარულს დავაბრალე, მაგრამ ეხლა ძალიან მაქვს და რის ბრალი შეიძლება იყოს თუ მეილზე მომწერთ შემიძლია სურათიც განახოთ როგორც მაქვს.. მადლობა წინასწარ
პასუხი: