გასტრიტი

კითხვა: გამარჯობა.დედაჩემს,აქვს სიმპტომები ჰელიკობაქტერიის თითქმის ყველა.გაიკეთა ანალიზები.განავლის და გასტროენტეროლოგიური გადაიღო და აღმოაჩნდა ეროზიები,მაგრამ,ბაქტერია არ ჩანს.კიდე რა კვლევა შეიძლება ჩატარდეს და შესაძლებელია თუ არა ამ,ბაქტერიის გარეშეც იყოს ეს ეროზიები.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს.
გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად: ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად იყოფა. პირველთაგან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ. ენდოგენურ გასტრიტს თვით დაავადებულის ორგანიზმი აპროვოცირებს. კერძოდ, ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას ან ისეთი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას, როდესაც იმუნური სისტემა უმიზეზოდ ებრძვის კუჭის ლორწოვან გარსს.
ასე რომ, დიახ შესაძლებელია ჰელიკობაქტერიის გარდა, ეროზიები სხვა პათოლოგიას გამოეწვია.
კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება, რადგან ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია.
ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ–სპეციალისტს შეუძლია.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაეხმარება დედათქვენს გამოჯანმრთელებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა