მოგესალმებით,
ექოსკოპიური დიაგნოსტიკა, ორსულობის ვადიდან გამომდინარე, ტარდება სხვადასხვა კლინიკური ინფორმაციის მოპოვებისთვის და ორსულობის ფიზიოლოგიური განვითარების მეთვალყურეობის პროცესში ეხმარება გინეკოლოგს.
ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და იაფი მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლოა მთელი ორსულობის მანძილზე დავაკვირდეთ ქალის ორგანიზმში და მის შიგნით მზარდი პატარას სხეულში განვითარებულ ცვლილებებს.
დიახ, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ემბრიონის/ნაყოფის ზომების და წონის გაზომვა და მათგან გამომდინარე ორსულობის ვადის განსაზღვრა, ასევე პლაცენტის ზომების, მიმაგრების ადგილის, სიმწიფის ხარისხის იდენტიფიკაცია და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის მართვაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ეხოზე ზუსტად იგებენ ორსულობის ვადას ხომ? ნაყოფის ზომის მიხედვით?
პასუხი: