ჰაერის უკმარისობა

კითხვა: გამარჯობა..მაწუხებს ჰაერის უკმარისობა შიგადაშიგ. მაინტერესებს რისი ბრალი უნდა იყოს. მირჩიეთ როგორ მოვიქცე ან ვისთან მივიდე
პასუხი:

მოგესალმებით !
მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის უკმარისობას (დისპნეა) დიდი ალბათობით ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის, უმეტესობა აღწერს, რომ იგრძნეს მწვავე დაჭიმვის გრძნობა გულმკერდის არეში და სულის ხუთვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.
ძალიან ძლიერ ვარჯიშს, უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ სიმსუქნეს და მაღალ სიმაღლეებზე ყოფნას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ჯანმრთელ პირებში. ნებისმიერი სხვა მიზეზის დროს სუნთქვის უკმარისობა დიდი ალბათობით რაიმე სამედიცინო პრობლემაზე მიანიშნებს.
გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
● ასთმა
● დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);
● ფილტვების ანთება;
● გულის უკმარისობა;
● პერიკარდიტი;
● ანემია;
● შფოთვითი აშლილობა;
● სიმსუქნე;
● ნევროზი.
პირველ რიგში, სასურველია, გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ
გამოკვლევას, რომელშიც შედის:

1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდურისპექტრი;
6. კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს.
აღნიშნული აქციით სარგებლობისათვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა