კითხვა: გამარჯობა, პაციენტი არის 62 წლის, მომატებული აქვს ლეიკოციტები, სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტები არის 17, პაციენტს აღენიშნება ჟანგბადის უკმარისობა, სატურატორით განსინჯვის დროს ჟანგბადის მიწოდება მერყებს 99 დან 84 მდე, გთხოვთ გვირჩიოთ დამატებით რა სახის კვლევა უნდა ჩაიტაროს და რა მედიკამენტი უნდა მიიღოს პაციენტმა ან როგორი უნდა მისი კვებითი რაციონი.
პასუხი:
მოგესალმებით ! თქვენი ანამნეზის მიხედვით (ლეიკოზიტოზი-17, ჟანგბადის უკმარისობა). ნორმაში ეს მაჩვენებლები არ არის , შესაძლოა აქ იყოს პნევმონია, ამიტომ , ჩვენი რჩევაა , რომ ასეთი პაციენტის ბინაზე ყოფნა და მკურნალობა , და მით უფრო დიაგნოზის დასმა და მკურნალობის და დიეტის შერჩევა ასე დისტაციურად , ყოვლად დაუშვებელია და არაკორექტული იქნება ჩვენი მხრიდან. საჭიროა თერაპევტის კონსულტაცია , შესაძლოა გარკვეული დროით კლინიკაში განთავსება , სადაც ჩაუტარდება ყველა აუცილებელი კვლევა , დაისმევა სწორი დიაგნოზი და დაინიშნება ეფექტური მკურნალობა. თუ არ გყავთ მკურნალი ექიმი , მაშინ , შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !