მოგესალმებით,
განგრენა არის ქსოვილების სიკვდილი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ბაქტერიული ინფექციის გამო.
განგრენა ძირითადად ვითარდება კიდურებზე, განსაკუთრებით ფეხის, ხელის თითებზე და ხელებზე, მაგრამ იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს კუნთებში და შინაგან ორგანოებში.
განგრენის განვითარების რისკი იზრდება პარალელურად არსებული ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევას, მაგალითად დიაბეტი და ათეროსკლეროზი.
განგრენის მკურნალობა მოიცავს ოპერაციას მკვდარი ქსოვილის მოსაშორებლად, ანტიბიოტიკებს და სხვა მიდგომას.
გამოჯანმრთელების პროგნოზი უფრო საიმედოა თუ განგრენის იდენტიფიცირება ადრე მოხდება და მკურნალობა დროულად დაიწყება.
განასხვავებენ შემდეგი ტიპის განგრენებს:
● მშრალი განგრენა – ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებს აზიანებს. ამ დროს კიდურის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობის შემცირება და დაცობა შედარებით ნელა - თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ასე რომ, ორგანიზმს საკმარისი დრო აქვს, რომ დამცავი რეაქციით მოახდინოს მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე რეაგირება და დაიწყოს ფიზიოლოგიური დემარკაცია (იგივე იზოლაცია) მომაკვდავი ქსოვილისა ჯანმრთელისაგან, თუ მშრალი განგრენა სველში არ გადავიდა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდურის დაზიანებული ნაწილის ამპუტაციას (მოკვეთას) უხშირესად კოსმეტიკური, გაუტკივარებისა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ.
● სველი განგრენა – ვითარდება მწვავედ, ორგანოს მკვებავი სისხლძარღვის უცაბედად დაცობის გამო. რაც მთავარია, სველი განგრენის მთავარი სპეციფიკური ფაქტორი ინფექციის თანდართვაა.
პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას დაზიანებული ორგანოს ამპუტაცია უზრუნველყოფს, რადგან სველი განგრენა შესაძლოა შინაგან ორგანოებშიც განვითარდეს,კერძოდ ნაწლავში, პანკრეასში ანუ კუჭუკანა ჯირკვალში, ფილტვებში, როგორც რთული ანთებითი ფორმების უკიდურესი გართულება.
● აიროვანი განგრენა – მას ანაერობულ განგრენასაც უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი მიკრობი უჟანგბადო, ანაერობულ პირობებში ცხოველმყოფელობს.
დაავადებას უპირატესად კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერია (Cl. Perfringens) იწვევს.
ის უხვად გამოყოფს აირების წარმომქმნელ, ქსოვილთა დამშლელ ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას და უჯრედთა კვდომას.
აღნიშნული ინფექციით დასნებოვნებიდან უკვე 5-6 საათში პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, ვითარდება ცხელება და ტაქიკარდია, კანი მორუხო-მოლურჯო ელფერს იძენს, ჭრილობის კიდეებზე ზეწოლისას ქსოვილებიდან გამოიყოფა აირთა ბუშტუკები, რომელთაც სიდამპლის სუნი ასდით.
პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება და საბოლოოდ ვითარდება შოკი.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც თავად სპეციალისტი დაგაკვალიანებთ და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ, სამწუხაროდ დისტანციურად კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი რთულია, საჭიროა უშუალო ვიზიტისას დადგინდეს და გაირკვეს ნიუანსები.
ანგიოქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება განგრენის მკურნალობა ამპუტაციის გარეშე? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
პასუხი: