მოგესალმებით!
ჰერპესვირუსი თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განასხვავებენ ვირუსთა რამდენიმე სახეობას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პათოლოგიურ რეაქციებს იწვევს ორგანიზმში. მაგალითად, გენიტალური ჰერპესი ( herpes simplexs virus HSV II ) , რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის ქალსა და მამაკაცს, ზოგ შემთხვევაში კი, უშვილობის მიზეზიც ხდება. გამონაყარი ვითარდება გენიტალიების არეში ლორწოვან გარსზე, სასქესო ორგანოებზე. გამონაყარი გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში, არაერთგვაროვანია. შეიძლება, იყოს როგორც წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი, ასევე ეროზიებიც. გენიტალურ ჰერპესს თან ახლავს დიდი პრობლემები, რაც ტკივილთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
გენიტალური ჰერპესი ზრდის აივ-ინფიცირების რისკს. უფრო დიდია ალბათობა, ორივე ვირუსით დასნებოვნებულმა პირებმა პარტნიორს აივ-ინფექცია გადასცენ. ჰერპესული ინფექციაც აივ-ინფიცირებულებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოგვიანებით სტადიებზე აივ-ინფექციამ და გენიტალურმა ჰერპესმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორებიცაა: მენინგოენცეფალიტი, ჰეპატიტი.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
• წყლულების არეები შევინახოთ სუფთად;
• ატარეთ ბამბის საცვლები;
• ატარეთ თავისუფალი (ნაკლებად მომდგარი) სამოსი;
• მოშარდვის შემდეგ რეკომენდებულია გენიტალიების მიდამოების ცივი წყლით დაბანა;
• მოერიდეთ წყლულოვანი არეების გამშრალებას;
• წვის და ქავილის შემთხვევაში ნუ დაამყარებთ სქესობრივ კონტაქტს. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდნენ დაავადების შემოტევაზე, იმ შემთხვევაშიც კი , თუ წყლულები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული;
• გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტების დამყარება სანამ წყლულები საერთოდ არ გაქრება;
• გახსოვდეთ, რომ ჰერპესის გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც , თუ წყლულები არ არის გამოხატული.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მიბრძანდეთ კლინიკაში „ ტესტი IMP” თბილისი. ონიაშვილის ქ. 20 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით მაქვს mycoplasma hominis da herpes simplexs virus HSV ll და მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ ინკურნება?
პასუხი: