კითხვა: გამარჯობა. ჩემს 4 წლის გოგონას მარცხენა მაჯაზე აქვს განგლიური კისტა. რამდენად საშიშია და როგორ ვუმკურნალო ქირურგიული ჩარევის გარეშე. მადლობთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. განგლიური კისტები – არასიმსივნური კვანძებია, რომლებიც წარმოიქმნებიან მაჯისა ან ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე. განგლიური კისტის განვითარების მიზეზი უცნობია.
მათ, ჩვეულებრივ მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვთ და სავსე არიან ჟელესმაგვარი სითხით.
თუ ბავშვს სიმპტომები არ აქვს და არ აწუხებს, მკურნალობა საჭირო არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში კისტები თავისით ქრება.
ალტერნატიული გზაა ასევე, ნემსით დრენირება ( რაც სპეციალისტის პრეროგატივაა ) ან ქირურგიული მკურნალობა.
ასეთ შემთხვევაში, სასურველია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !