ხერხემლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 27,10,2017 წელს ჩავიტარე ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა საგიტალური, კორონალური და აქსიალური ჭრილებთ წელის მალების დონეზე T1tse, T2tse, T2tse fs, tirm, 3d-iso რეჟიმის გამოყენებით. მიღებულ ტომოგრამებზე წელის ფიზიოლოგიური ლორდოზი გასწორებულია. L5 დისკის დონეზე,მალთა სხეულებში,სუბქონდრალურად ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები,ამ დონეზე ჩამკეტი ფირფიტები დეფორმირებულია.მალთა სხეულების ზედაპირებზე ვლინდება მცირე ზომის ოსტეოფიტები.რკალები და მირჩები უცვლელი. L4, L5 დისკები დადაბლებულია და გაუწყლოებულია. აღინიშნება L4 დისკის დორსალური ცირკულარული პროტრუზია 4მმ-მდე, დურალური პარკი მცირედ დეფორმირებულია,ნევრალური არხები დადაბლებულია.აღინიშნება L5 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური,სეკვესტრირებული,კაუდალ ურად მიგრირებული პროლაფსი 11-მმ-ით. დურალური პარკი დეფორმირებულია, მარცხენა ლატერალური ღარი სტენოზირებულია. კომპრესირებულია მარცხენა S1 ნევრალური ფესვი. ზურგის ტვინი ხილულ დონეზე ისახება ჰომოგენური სიგნალით,დეფორმაციისა და კეროვანი ცვლილების გარეშე . პერივერტებრული რბილი ქსოვილები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. დასკვნა:არსებული მრტ. კვლევით ვლინდება წელის მალების ოსტექონდროზი.L4 დისკის დორსალური ცირკულარული პროტრუზია.L5 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური,სეკვესტრირებული,კაუდალ ურად მიგრირებული პროლაფსი. 2017 წლის 3-ნოემბერს გავიკეთე ოპერაცია.თვე ნახევრიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ გავედი სამსახურში. სამსახურში ძირითადად მიწევს ჯდომა.მაწუხებს ჩივილები წელის არეში დაჭიმულობა ტკივილი.ნაოპერაციბ ადგილას ცუდი შეგრძნებები. სახსრებში კუნთებში და ფეხებში გაელვებითი ტკივილები,თითქოს რაღაც უნდა გაწყდესო.ვერ ვიხრები ქვევით, მიჭირს .მკვეთრ მოძრაობებს ვერ ვაკეთებ უკან ვერ ვიხრები. რა შეიძლება იყოს ამ ჩივილების მიზეზი და რა გავაკეთო. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობთ რომ საქმე ეხება ხერხემლის პათოლოგიას, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
(წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა.
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ. ტკივილს ხშირად გაფართოებული ხასიათი აქვს და იგრძნობა ზურგის დაზიანებულ ნაწილში ან მისგან გვერდზე. ტკივილი ხშირად მწვავდება მოძრაობის ან სხეულის სივრცეში გადაადგილების (დახრის, ლოგინიდან ადგომის) დროს, როდესაც ხდება დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილების გადაადგილება.
შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფესვურ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ზურგის ტვინის ნერვებზე ზემოქმედებისას. ფესვური ტკივილი ჰგავს გადაცემით ტკივილს, მაგრამ მისგან განსხვავდება მეტი ინტენსივობით (თითქოს დენის დარტყმისებურია) და ვრცელდება ხერხემლიდან პერიფერიებისაკენ.
მოგვითხრობთ, რომ ნაოპერაციევ არეში გაქვთ ცუდი შეგრძნებები, შესაძლებელია ოპერაციის შემდგომ გართულებას ჰქონდეს ადგილი.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო, თუ გსურთ, ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, გასინჯვის დროს შეფასდება ნევროლოგიური მდგომარეობა, ასევე გამოვლინდება ხერხემლის ბიომექანიკის შესაძლო დარღვევები, კუნთების მდგომარეობა ზურგისა და საჯდომის მიდამოში, გამოკვლევის შემდეგ კი ნეიროქირურგი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ ნეიროქირურგთან გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა