კითხვა: კორონოგრაფიის გაკეთების პროცესში ქირურგმა ხელიდან ვერ შემიყვანა, რადგან ცუდი სისხლძარღვები აღმომაჩნდა. გამიკეთეს ფეხიდან ძალზე მარტივად. მაგრამ ხელის ვენები, საიდანაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა ქირურგს, ცუდ დღეში მაქვს, ჩალურჯებულია და ხელის მტევანი მთლიანად მტკივა. საშიშია თუ არა და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი:
მოგესალმებით,
სისხლჩაქცევები ჩვეულებრივ, სისხლძარღვის დაზიანებისას ვითარდება .
იგი შეიძლება იყოს მტკივნეული, მაგრამ, როგორც წესი, მნიშვნელოვან საფრთხეს არ შეიცავს .ამ მომენტისათვის გექნებათ გარკვეული დისკომფორტი ,რომელიც ახლავს კიდურის შეშუპებას და ნერვულ დაბოლოებებზე ჰემატომის ზეწოლით გამოწვეულ ტკივილს ,მაგრამ დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევა გაიწოვება და ყველა პათოლოგიური სიმპტომი ალაგდება .
ამ პროცესების სამართავად მოწოდებულია გარკვეული სამკურნალო ღონისძიებები ,რომელთა დანიშვნა და მონიტორინგი მკურნალი ექიმის პრეროგატივაა .
გირჩევთ მიმართოთ კვლავ თქვენს ექიმს და მოისმინოთ მისი რჩევები და მითითებები .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !