გაფანტული სკლეროზის მკურნალობა

კითხვა: თუ არ ვცდები ამა წლის 18 მარტს იმედის დილის ეთერში 11 საათზე იყო საინფორმაციო ქრონიკაში რომ გამოგონილია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტი ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ რუსეთის საიტებზე არის უკვეეეე
პასუხი:

მოგესალმებით! გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა. გაფანტული სკლეროზი უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ვითარდება, ზოგადად კი 15-დან 60 წლამდე ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს. ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ ქალებს. მემკვიდრეობით არ გადაეცემა.
გაფანტული სკლეროზის თავისებურებებს შორის აღსანიშნავია სიმპტომთა დიდი მრავალფეროვნება.
გაფანტულ სკლეროზს არაპროგნოზირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. ის ზოგჯერ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და ნელა პროგრესირებს, გამწვავება შედარებით იშვიათია, ხოლო რემისია (დაავადების გამოვლინებათა დროებითი შეწყვეტა) - შედარებით ხანგრძლივი. მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც დაავადება ძალზე სწრაფად პროგრესირებს და შედარებით ავთვისებიანი მიმდინარეობით გამოირჩევა.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობა დიდი ხანია არსებობს,თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წამალს შეუძლია დაავადებისგან განკურნოს ადამიანი. მედიკამენტები უბრალოდ ამცირებენ რეციდივების სიხშირესა და სიმძიმეს, ხელს უშლიან ახალი კერების გაჩენასა და უუნარობის პროგრესირებას. სამწუხაროდ თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით არ ვფლობთ ინფორმაციას, მითუმეტეს არაა ჩვენთვის ცნობილი პრეპარატის დასახელება. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა