მოგესალმებით, იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
● ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
● მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
● მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს, საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის.
იშიაზისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ, ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს დუნდულას ნაოჭები დაბლა იწევს, სუსტდება აქილევსის რეფლექსი. მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას. დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ავადმყოფის ჩივილების მიხედვით ხდება. მათი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს კუნთების ტონუსის, კიდურების მგრძნობელობის, მტკივნეულობის ლოკალიზაციის განსაზღვრას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს. გაცნობებთ რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გთხოვთ მომწეროთ სასწრაფოდ იშიაზის შემთხვევაში , რომელ ექიმს უნდა მოვმართო. ნევროლოგს თუ ნევროპათოლოგს
პასუხი: