გაელვებითი ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მარცხენა ფეხზე მუხლის ზემოთ, ფეხის შუაში მაქვს გაელვების ტკივილი პერიოდულად წყნარდება და მერე ისევ მტკივა,ძლიერი არ არის ტკივილი ყრუდ მტლივა მაგრამ მაწუხებს და რა შეიძლება რომ იყოს? შეიძლება ორი კვირა არ მტლიოდეს მერე დამეწყოს ისევ და ასე გრძელდება უკვე ორი თვეა,მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. საჭიროა, კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
ჩივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც რევმატოლოგიურ, ისე ნევროლოგიურ და ტრავმატოლოგიურ პათოლოგიას.
პირველ რიგში კონსულტაცია უნდა გაიაროთ ტრავმატოლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
ანამნეზის შეკრების შემდეგ, ჩაგიტარდებათ დამატებითი საჭირო კვლევები, რომლის საფუძველზეც დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა