ტერფისა და წვივის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. დღის განმავლობაში მიწევს 6-7კილომეტრის გავლა,მუხლს ქვევით მტკივა ფეხი და ასევე ტრეფიც,სიმძიმე რომ დამაწვება ფეხი მიბუჟდება. რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა.
ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:
● ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
● მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
● ტერფის დეფორმაციამ.
ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ტერფისა და წვივის ტკივილებს, შეუძლებელია.
გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ტერფის პრობლემები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, თუ საჭირო იქნება სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, ამის შემდეგ კი აუცილებად დაგეხმარებათ და შეარჩევს თქვენზე მორგებულ მკურნალობის მეთოდს.

 ● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა