პოდაგრის ოპერაციული მკურნალობა - ტრავმატოლოგია

კითხვა: საღამომშვიდობისა, მაინტერესებს პოდაგრის გეგმიური ოპერაცია რა თანხებთან არის დაკავშირებული და რამდენად უსაფრთხოა ამ ოპერაციის ჩატარება
პასუხი:

მოგესალმებით,
უმეტეს შემთხვევაში პოდაგრას უწოდებენ იმ დაავადებას ,რომელსაც ბუნიონი ეწოდება . ბუნიონის დროს, ადგილი აქვს ტერფის დეფორმაციას და ბიომექანიკის დარღვევას.
სტატისტიკის თანახმად, პოდაგრა უმეტესად გვხვდება მამაკაცებში (95%), ბუნიონი კი - ქალებში (98%).
ოპერაციული მკურნალობა კი, სწორედ ბუნიონის დროს გამოიყენება.
სავარაუდოდ ,თქვენს შემთხვევაში ,საქმე ეხება სწორედ ბუნიონს ,რომლის დროსაც ტარდება მაკორეგირებელი ქირურგიული ჩარევა .ამ დაავადებას აგრეთვე ეწოდება „ჰალუს ვალგუსი „"hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus" გულისხმობს ცერა თითის ანომალურ გადახრას, რაც ზოგადად ბუნიონისთვის არის დამახასიათებელი.
ბუნიონის სამკურნალოდ, მრავალი ქირურგიული მეთოდი არსებობს, რომლებიც მიზნად ისახავენ ტერფის ბიომექანიკის აღდგენას.
მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ჩარევა რბილი ქსოვილების დონეზე, შორსწასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.
ოპერაციის დაგეგმვისთვის აუცილებელია ტერფის გამოკვლევა, ე.წ. პოდომეტრია და რენტგენოგრაფია.
ეს მეთოდები სწრაფი და უმტკივნეულოა და გვაძლევს სრულ წარმოდგენას ტერფის ბიომექანიკური ფუნქციის მდგომარეობის შესახებ.
ბუნიონის ოპერაცია, პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ასევე სპინალური ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით.
ოპერაციის სირთულის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 8 კვირამდე.
ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ატარებს სპეციალურ ფეხასაცმელს. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საჭირო გახდეს ყავარჯნების გამოყენებაც (ჩატარებული ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე).

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 


სხვა დეტალების დაზუსტებისათვის საჭიროა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან, უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა