კითხვა: ოპერაცია გავიკეთე და რამდენად შეილება ხელახლა დამჭირდეს ჩიყვის ოპერაცია
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ზოგადად, ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე, პაციენტებს ენიშნებათ ჰორმონული მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსირება და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა.
ჰორმონული მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას. ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, 6 თვეში ერთხელ ინტერვალით.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !