მოგესალმებით,
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე.
ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას. ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს - ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, სად არის, რამდენი წლისაა, რა ჰქვია.
ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე ინსულტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.
პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ, საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს კვლევები საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.
იშემიური ინსულტის კვლევებში ასევე გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია,თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ჩვენი მხრიდან ეს არაეთიკური და არაპროფესიული იქნება.
დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობა ადექვატურია, თუმცა ჩვენ არ ვიცით ზოგიერთი დეტალი, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმის გადასაწყვეტად თუ რამდენად შეიძლება ეს მკურნალობა აღმოჩნდეს ეფექტური.
მიჰყევით პირადი ექიმის რეკომენდაციებს, ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობაში, პრეპარატის ჩანაცვლება მისი პრეროგატივაა.
ხოლო თუ გსურთ ჩვენი სპეციალისტებისაგან მოისმინოთ ალტერნატიული აზრი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, იქიდან გამომდინარე, რომ მამათქვენს უჭირს გადაადგილება, შეგიძლიათ კვლევის პასუხები იქონიოთ თან და მობრძანდეთ ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და თავად მოგახსენებთ, შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მამა მყავს ინსულტ გადატანილი, ექიმთან ვეღარ მიგვყავს, ვინაიდან უჭირს გადაადგილება. ნევროპათოლოგმა დაგვინიშნა წნევის მარეგულირებელი ამრადიპინი 8/10 გრ. უკვე ორი წელია სვავს. ბოლო თვეებია თითქოს აღარ მოქმედებს ეს წამალი, უკუჩვენებები აქვს, თავი ტკივა ძალიან და ხშირად წნევები აქვს მაღალი მაინც. გთხოვთ მიპასუხოთ რომელი წამლით შეიძლება შევცვალოთ? დიდი მალობა წინასწარ. 577 55 12 87
პასუხი: