ფლოსტერონი

კითხვა: მოგესალმებით.კითხვა მაქვს ასეთი-იანვარში შეცდომით დამინიშნეს ფლორესტოლის ნემსები.გამიკეთეს შვიდი ნემსი.24 საათში ერთხელ.მალევე სუნთქვის უკმარისობა და პულსების ამოვარდნის ნიშნებით მიმიყვანეს კლინიკაში და გულზე დაწყებული პრობლემები დაფიქსირდა.ერთი თვე ვიმკურნალე პლიუს გადასხმები გავიკეთე და თითქოს ამილაგდა.დავიწყე დიეტა რომ წონა არ მომმატებოდა,უკვე მესამე თვეა მოთენთილობა,წონის მატება,თმის ცვენა,კანის სიმშრალე და ქოშინი დამეწყო.ამასთანავე ციკლი თვეში ორჯერ მაქვს.ეს ყველა ჩივილი შეიძლება ამ მედიკამენტის დამსახურება იყოს? ან საიდან დავიწყო გამოკვლევა ვის მივმართო.გთხოვთ დამარიგოთ.სამი შვილის დედა ვარ და ნამდვილად უდროოა ჩემი მოთენთილობა და უენერგიულობა.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფლოსტერონი არის ჰორმონი - ბეტამეტაზონი, იგივე დიპროსპანი. ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით.
კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ფლოსტერონი, მისი რეცეპტის მიხედვით, გამოიყენება სახსრებისა და ანთებითი რევმატიული დაავადების დროს.
რაც შეეხება გვერდითი ეფექტების განვითარებას, გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაკვირვების შესაძლებლობაზე.
პირველ რიგში, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, რათა გამორიცხოს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას, დასვმას დიაგნოზს და დაგინიშნავთ ინდივიდუალური მკურნალობის კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა