დაბუჟება თითებში

კითხვა: მარჯვენა ხელის თითები მიბუჟდება, განსაკუთრებით ღამე, ძილის დროს, (არათითს ვერ ვგრნძნობ შეტევის დროს )გამთენიისას და 1-2ჯერ ავიდა იდაყვის ძვალთან, ძილში ვიგრძენი ტკივილი. ამჟამად ღამის შეტევა აღარ მაქვს, მაგრამ დღის განმავლობაში ვგრძნობ მარჯვენა მტევნებში დაბუჟებას. რისი ბრალი შეიძლება იყოს?(2 კვირის წინ დამეწყო)
პასუხი:

მოგესალმებით,
დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან.
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია.
ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიასაც გავდეს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, საჭიროების შემთხვევაში, ნევროლოგი გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტებთან.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა