ფიბროადენომა - მამოლოგია

კითხვა: კითხვა მაქვს მამოლოგთან. 9 მმ ფიბროადენომურ კვანზე დამინიშნეს ტამოქსიპენი და გრავიკური. რამდენად მისაღებია ეხლა ამ წამლების მიღება. როგორი უკუჩვენებები აქვს. მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. აღნიშნული პათოლოგიის წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან „გრავიკური“ მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატია. მის შემადგენლობაში შემავალ ბუნებრივ ნივთიერებებს, აქვთ ანტიკანცეროგენული მოქმედება, ისინი სელექტიურად (შერჩევითად) მოქმედებენ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე, თრგუნავენ მათ ენერგიის წყაროს, რითიც ხელს უშლიან პათოლოგიური უჯრედების გამრავლებას.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ცნობლი მისი უკუჩვენებების შესახებ, ჩვენ ამ მედიკამენტს არ ვუწევთ რეკომენდაციას.
უმჯობესია, დანიშნულების ადეკვატურობის შესახებ ესაუბროთ მკურნალ ექიმს.
ხოლო, თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ დახმარებას. მონაცემთა შეჯერების შემდეგ დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა