კითხვა: გამარჯობა საკვერცხეზე მაქავს კისტაოვალური ფორმის არაერთგვაროვანი ექოშენის ჩანართიტ,სავარაუდოდ ფიბროიდი29/25მმ.მარცხენაზე 19მმფიბრინული შიგთავსით ერთეული ანტრალური ფოლიკურებით,ასეთი არის ჩემი ამ თვის 17 რიცხვში გაკეთებული ეხოსკოპია,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ეს კისტები შეილება თუ არა იყოს სიმსივნე,და დაექვემდებერება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობას,თუ ოპერაცია უნდა გავიკეთო?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ფიბროიდი ეს არის არასიმსივნური გამონაზარდების განვითარება საშვილოსნოში ან მის გარშემო, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ან მტკივნეული პერიოდები, მათ შორის მენსტრუაციის დროს.
მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია - კვანძის ემბოლიზება, ანუ იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც ამ წარმონაქმნს კვებავს. ემბოლიზების შედეგად მისი ქსოვილი კვდება და აღარ იზრდება.
თქვენს შემთხვევაში კი, საჭირო იქნება თუ არა ქირურგიული მკურნალობა, მიმოწერის რეჟიში ვერ მოგახსენებთ.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენმა ექიმმა.
თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დასახავს და გაგაცნობთ მკურნალობის გეგმას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33  

გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და პარასკევი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა