ვარ ორსული და საშოში მმოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სპინალური გაუტკივარება წარმატებით გამოიყენება საკეისრო კვეთის დროს.
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
თუმცა ცხადია, დისტანციურად კატეგორიული მსჯელობა დაუშვებელია და საჭიროა გარკვეული კვლევები, რომლის შემდეგაც შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.
წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია, მათ შორისაა ხერხემლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური პრობლემები, რადიკულოპათია და ა.შ.
საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !