ფიბროადენომა - მამოლოგია

კითხვა: გამარჯიბა მაქვს მარჯვენა მკერდში ფიბროადენომა სამი კვანძი. დამინიშნეს მკურნალიბა შესაზელი კრემი და დასალევი ტაბლეტები.არის შანსი რომ გაიწოვოს? თუ ოპერაციაა გამოსავალი.ან ორსულიბამ და ძუძუთი კვებამ ხომ არ შეიძლება გააქროს?
პასუხი:

მოგესალმებით,

ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა.  აღნიშნული პათოლოგიის  წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან გასათვალისწინებელია კვანძის ზომა, კონსისტენცია, მისი ზრდის დინამიკა  და  ა.შ.

ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით, ამიტომ შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს მიზერულ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

ვიზიტისას შეფასდება ზოგადი მდგომარება და მრავალი ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, თავად მამოლოგი მოგაწოდებთ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

 

თუ გსურთ გაეცნოთ ჩვენს  პასუხებს მამოლოგიურ პათოლოგიებთან   დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა