ფიბროადენომა - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა ფიბროადენომური კვანძების ოპერაციის შემდეგ რამდენი ხანი არ შეიძლება მძიმის აწევა, დატვირთვა და რა შეიძლება მოხდეს ? ამის გარდა არის თუ არა სხვა შეზღუდვები ?
პასუხი:


მოგესალმებით,
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. აღნიშნული პათოლოგიის წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს.
ოპერაციული მკურნალობის შემდგომ, სიმძიმეების აწევა დაუშვებელია მინიმუმ 4-5 კვირა, დანარჩენი კი დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები მოგცეთ იმ ექიმმა , რომელმაც გაგიკეთათ ოპერაცია.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა