ლაქტოსტაზი - მამოლოგია

კითხვა: მოგესალმებით! მყავს 3 წლის ბავშვი უკვე 2 წელია ბუნებრივ კვებაზე არ მყავს.რძე დავიშრე ,დოსტინექსის აბის მეშვეობით,ჩემი გინეკოლოგის დანიშნულებით. 2 წელი მარჯვენა მკერდში ,მარჯვენა მხარეს მქონდა დაჟეჟილობის შეგრძნება და ოდნავი ტკივილი. მივედი მამოლოგთან, გავესინჯე, ეხოც გავიკეთე და დამინიშნა მასტოქე ა 3 თვე. მარჯვენა მკერდში ოდნავი მოჭერით, წვეთ წვეთ დვრილიდან მაქვს მოყვითალო ფერის გამონადენი.. მაინტერესებს მასტოქეა ამ სითხეს გაწოვაში ხელს შეუწყობს?გაიწოვს ეს ყვითელი სითხე სარძევე ჯირკვალიდან 3 თვის შემდეგ? დიდი მადლობაs
პასუხი:

მოგესალმებით, თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია ლაქტოსტაზი , რომელიც მკერდში რძის შეკავებაა. ამ პრობლემას აწყდება პრაქტიკულად ყველა დედა. ლაქტოსტაზი წარმოიქმნება იმის, გამო, რომ არ ხდება დროულად მკერდის გამოწურვა და იბლოკება რძის ნაკადი.
მასტოქეა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას. (მკერდის მტკივნეულობა, შეშუპება და ა.შ). თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება თქვენს შემთხვევაში, ვერ მოგახსენებთ.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმ–მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა